Belive

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები თითოეული პოზიციის მიხედვით

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა - მან ავსტრიელ იოზეფ ბიკანთან ერთად ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი - 759 გოლი დააგროვა. უკვე ვიცით კიდევ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, მაგრამ საინტერესოა თუ რომელი ფეხბურთელები არიან რჩეული მეგოლენი თითოეულ სათამაშო პოზიციაზე. მეკარე - როჟერიო სენი (131 გოლი, 1990-2015) მარჯვენა მცველი - გრაჰამ ალექსანდერი (107 გოლი, 1988-2012) ცენტრალური მცველი - რონალდ კუმანი (253 გოლი, 1980-1997) მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი/ცენტრალური ნახევარმცველი - ფრენკ ლამპარდი (274 გოლი, 1995-2016) ვინგერი - კრიშტიანუ რონალდუ (759 გოლი, 2002-დან დღემდე) თავდამსხმელი - იოზეფ ბიკანი (1931-1955)

სხვა სტატიები