Belive

ოთხივე ქართველი თამაშობს - ანორთოსისი შეუჩერებელია (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველების კვიპროსული გუნდი წინ შესანიშნავად მიიწევს. "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო და 9 ტურის შემდეგ წაუგებლის სტატუსს ინარჩუნებს. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა "ეთნიკოსს" საშინაო არენაზე 2:1 მოუგო. ოთხივე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველმა ორმა მათგანმა სრულად ითამაშა კაჭარავა და ოქრიაშვილი კი შესაბამისად 71-ე და 76-ე წუთებზე შეცვალეს. მოედნიდან გასვლამდე ოქრიაშვილმა 11-მეტრაინი დარტყმის გამომუშავება მოახერხა და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსიც ჰქონდა, მათ შორის ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა. ფამაგუსტელებს 21 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას არ თმობენ. შემდეგ შეხვედრას ქეცბაიას გუნდი 30 ნოემბერს, "აეკ ლარნაკასთან" გამართავს. ბოლოს, "ანორთოსისმა" ტიტულის მოგება 11 წლის წინ შეძლო, ევროსარბიელზე კი 2013 წელს ითამაშა.

სხვა სტატიები