Belive

"ყველაფერი აშკარაა, ვერაფერს დავამატებ" - ჟოზემ VAR-ს შეუტია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის აუტსაიდერ "ბორნმუთთან" დაკარგული ქულების შემდეგ (0:0), "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ვიდეო გამეორების სისტემა გააკრიტიკა. პორტუგალიელის აზრით, VAR-მა მის გუნდს 11-მეტრიანის დარტყმის უფლება წაართვა.
"ეს მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ყველამ იცით როდის, სად და ვის მიერ მოხდა დარღვევა. ეს გადაწყვეტილება მაიკლ ოლივერმა მიიღო, მან ვინც იგივე "შეფილდ იუნაიტედთან" მატჩისას გააკეთა. ყველაფერი ისედაც აშკარაა, ამაზე ფაქტები მეტყველებენ. ვერაფერს დავამატებ. დიახ, ჩვენი თამაში არ იყო ბრწყინვალე, მაგრამ 3 ქულის მოსაპოვებლად საკმარისი გახლდათ. არ მგონია, ჰარი კეინს თავისი ყველა პენალტი გაჰქონდეს, მაგრამ მას ამის მაღალი მაჩვენებელი აქვს, ამიტომაც მგონია, რომ მეტოქე გუნდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ჩვენ - 1:0 მოგებას შევძლებდით. თამაშის მიმდინარეობა სრულად სხვაგვარი იქნებოდა", - თქვა 57 წლის სპეციალისტმა.
“დეზებს” 34 ტურში მოპოვებული 49 ქულით ინგლისის ჩემპიონატში მერვე ადგილი უკავიათ და ევროზონის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ.

ასევე იხილეთ: მოურინიო ვირტუალური პრესკონფერენციიდან გაიქცა 

სხვა სტატიები