Belive

ყველაზე არასასურველი რეკორდის მფლობელი ბორნმუთი გახდა!

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ძალიან დიდი გაუგებრობა იქნება ის რომ აღვნიშნოთ, თითქოს "ბორნმუთს" არ ჰქონდა კარგი შუადღე გუშინ "სიტისთან" მატჩის დროს. ეს არ იყო უბრალოდ ჩავარდნილი დღე, ეს იყო კატასტროფა. ედი ჰოუვის შეგირდებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს 55-ე წუთზე რიად მაჰრეზისგან, თუმცა თამაშის შემდეგ გამოქვეყნებული სტატისტიკა ბევრად უფრო საშინელია. "ბორნმუთი" გახდა პირველი სახლში მოასპარეზე გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელსაც ერთი დარტყმაც კი არ ჰქონია კარის მიმართულებითაც კი (1992 წლის შემდეგ) დიახ, მათ არც კარში და არც კარის მიმართულებით ერთხელაც კი არ დაურტყამთ. "ალუბლებს" ბურთის ფლობა მხოლოდ 18% ჰქონდათ, სტატისტიკის მიხედვით, მატჩის უდიდეს ნაწილში და ასევე მოედნის უდიდეს ტერიტორიებზე ბურთს "სიტი" მყარად აკონტროლებდა, რამაც საბოლოოდ "ბორნმუთის" მიმართულებით 23 დარტყმა გამოიწვია. ასევე ჰოუვის შეგირდებს არც ერთი კუთხური არ ჩაუწოდებიათ და არც შანსი შეუქმნიათ მეტოქის კართან.

გადაავლეთ თვალი აღნიშნულ სტატისტიკას და გაიხსენეთ თუ გინახავთ მსგავსი რამ.

სხვა სტატიები