Belive

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი ასე გამოიყურება.

მეკარე

კეპა არისაბალაგა (ჩელსი)

ესპანელი მეკარე, კეპა არისაბალაგა "ჩელსიში" "ბილბაოდან" 2018 წელს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ის ყველაძე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

960

დაცვა

კაილ უოლკერი (მანჩესტერ სიტი)

ინგლისელი მარჯვენა მცველი, კაილ უოლკერი "მანჩესტერ სიტი" ღირსებას იცავს. ის მანჩესტერულ გრანდში "ტოტენჰემიდან" 2017 წელს 57.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. უოლკერი "სიტის" შეუცვლელი ფიგურაა.

ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)

ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი იყო, მანამ სანამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰარი მაგუაირი არ გაიფორმა. ვან დაიკი "ლივერპულს" 2017 წელს შეუერთდა. მერსისაიდელებმა მასში 85 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაირი ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი გახდა. მასში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 88 მილიონი ევრო გადაიხადა. მაგუაირი წლების განმავლობაში "ლესტერის" ღირსებას იცავდა.

ლუკას ერნანდესი (ბაიერნი)

ფრანგი მარცხენა მცველი, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდა. მიუნხენელებმა მასში "ატლეტიკოს" 80 მილიონი ევრო გადაუხადეს. ლუკას ერნანდესი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.

ნახევარდაცვა

როდრი (მანჩესტერ სიტი)

23 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა. მანჩესტერელებმა როდრიში "ატლეტიკოს" 70 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ფრენკი დე იონგი (ბარსელონა)

ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი "ბარსელონამ" "აიაქსიდან" 75 მილიონ ევროდ შეიძინა. ფრენკი დე იონგმა კატალონიელთა მაისურით რამდენიმე ამხანაგური მატჩი უკვე ჩაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი)

ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერია. პოგბა მანჩესტერულ გრანდში 2016 წელს "იუვენტუსიდან" 105 მილიონ ევროდ გადავიდა. მაშინ ეს ყველაზე ძვირიან ტრანსფერად ითვლებოდა.

თავდასხმა

ფელიპე კოუტინიო (ბარსელონა)

ბრაზილიელი შემტევი, ფელიპე კოუტინიო "ბარსელონაში" 2018 წელს "ლივერპულიდან" გადავიდა. კატალონიელებმა მასში 145 მილიონი ევრო გადაიხადეს. "ბარსელონას" ისტორიაში ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულია.

ნეიმარი (პსჟ)

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. "პსჟ"-მ ის "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ შეიძინა. ნეიმარის ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დღემდე ამაზე საუბრობენ. "ბარსელონამ" შეიძლება ბრაზილიელი იჯარით დაიბრუნოს.

კილიან მბაპე (პსჟ)

ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე 180 მილიონ ევროდ "პსჟ"-მ "მონაკოდან" შეიძინა. მბაპე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ის პარიზული გრანდის მთავარი დამრტყმელი ძალაა.

სხვა სტატიები