ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული

დიდი ხანია ფეხბურთი მხოლოდ სპორტი აღარაა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესიცაა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ვნახოთ, თუ რა შემოსავლები აქვთ კლუბებს, როგორია ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება, რამდენს გამოიმუშავებენ ფეხბურთელები წლიურად.

საქმე რეალურად ძალიან დიდ რიცხვებთან გვაქვს.

გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ზოგიერთი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება უზარმაზარ თანხას შეადგენს.

Transfermarkt-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სასტარტო თერთმეტეული წარმოადგინა, რომელთა საერთო ღირებულება 1,19 მილიარდ ევროს შეადგენს.

გთავაზობთ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სასტარტო თერთმეტეულს :

მეკარე – იან ობლაკი  (მადრიდის ატლეტიკო) 90 მილიონი ევრო

მარცხენა მცველი – ალფონსო დევისი (მიუნხენის ბაიერნი) 80 მილიონი ევრო

ცენტრალური მცველი – ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული) 80 მილიონი ევრო

ცენტრალური მცველი – მატეის დე ლიხტი (იუვენტუსი) 70 მილიონი ევრო

მარჯვენა მცველი – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული) 110 მილიონი ევრო

ცენტრალური ნახევარმცველი – ჯოშუა კიმიხი (მიუნხენის ბაიერნი) 85 მილიონი ევრო

მარცხენა შემტევი – სადიო მანე (ლივერპული) 120 მილიონი ევრო

გამთამაშებელი – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 120 მილიონი ევრო 

მარჯვენა შემტევი – რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) 128 მილიონი ევრო 

ცენტრალური თავდამსხმელი – კილიან მბაპე (პსჟ) 180 მილიონი ევრო

ცენტრალური თავდამსხმელი – ნეიმარი (პსჟ) 128 მილიონი ევრო 


ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული 1


Transfermarkt-ის მიერ შედგენილ თერთმეტეულს 21 წლის ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე ლიდერობს 180 მლნ ევროს ოდენობის სატრანსფერო ღირებულებით.

(2791)

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული

სტატიის ავტორი
-