Belive

ყველაზე მაღალშემოსავლიანი Instagram-ზე - რა ღირს ერთი პოსტი კრიშტიანუსთან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ Instagram-ზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი სელებრითია. ESPN-ის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელის გვერდზე ერთი რეკლამის ღირებულება 1,6 მილიონ დოლარს შეადგენს. "იუვეს" 36 წლის ფეხბურთელის შემდეგ ამერიკელი მსახიობი, დუეინ ჯონსონი მოდის - ის რეკლამის სანაცვლოდ 1,5 მილიონ დოლარს იღებს. აღსანიშნავია, რომ რონალდუს შემდეგ ერთადერთი ფეხბურთელი ათეულში ლეო მესია. არგენტინელი მეშვიდე ადგილზეა (1,16 მილიონი). აღსანიშნავია, რომ რონალდუმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მორიგი რეკორდი დაამყარა. კრიშტიანუ გახდა Instagram-ის პირველი მომხმარებელი, რომელსაც 301 მილიონი გამომწერი ჰყავს.

სხვა სტატიები