Belive

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები და მწვრთნელები

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონში არც ერთ ფეხბურთელსა და მწვრთნელს არ მიუღიათ იმდენი თანხა, რამდენიც ლეო მესიმ და დიეგო სიმეონემ გამოიმუშავეს. France Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ლეო მესიმ ხელფასის, ბონუსებისა და სარეკლამო შემოსავლების სახით 131 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. არგენტინელი სუპერვარსკვლავი 2013 წლიდან ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად ითვლება. მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება, რომელმაც მიმდინარე სეზონში 118 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. ნეიმარმა საკუთარ აქტივს 95 მილიონი ევრო შემატა. ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელთა შორის მე-4 ადგილს ანტუან გრიზმანი იკავებს. "ბლაუგრანას" ფრანგმა ვარსკვლავმა 38.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა მიმდინარე სეზონში 40.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მეორე ადგილზე ანტონიო კონტეა, რომელმაც 30 მილიონი ევრო მიიღო. ყველაზე მაღალშემოსავლიან მწვრთნელთა სამეულს პეპ გვარდიოლა ასრულებს - მისი მონაგარი 27.5 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები