Belive

ყველაზე 'მკვლელი ფორვარდები' - თავდამსხმელები, რომლებიც საგოლე შანსებს საუკეთესოდ იყენებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სტატისტიკური კომპანიის Understat.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანულმა გამოცემა  The Independent-მა ევროპის ყველაზე "მკვლელი" თავდამსხმელების სია გამოაქვეყნა. მონაცემები ე.წ xG-ი კომპონენტითაა დამუშავებული, სადაც 2016 წლის აგვისტოს შემდეგ, ევროპულ ჩემპიონატებში გოლების რაოდენობასთან ერთად, დაანგარიშებულია შექმნილი და გამოყენებული მომენტების რაოდენობაც. ყველა სტატისტიკური კომპონენტის გათვალისწინებით, სიის სათავეში "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰიუნ-მინ სონი აღმოჩნდა, რომელმაც 61 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მის კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მეტი შანსი გამოიყენა. სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა შექმნილი მომენტების 44.41%-ში გოლის გატანა მოახერხა. მეორე პოზიციაზე მისივე თანაგუნდელი ჰარი კეინია, 21.33%-ით, ხოლო სამეულს ლიონელ მესი 21.31%-ით ასრულებს. მსოფლიოს ყველაზე "მომაკვდინებელი ფორვარდების" ოცეული კი ასე გამოიყურება: 
No description available.

სხვა სტატიები