Belive

ყველაზე შემოსავლიანები: მსოფლიოში არგენტინელები ლიდერობენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთში ფინანსური კუთხით არგენტინელები დომინირებენ. შეწყვეტილ სეზონში ყველაზე მეტი ფულადი სარგებელი ლიონელ მესიმ და დიეგო სიმეონემ ნახეს, მათზე მაღალი შემოსავალი არცერთ სხვა ფეხბურთელს თუ მწვრთნელს ჰქონია. "ბარსელონას" კაპიტანმა, ხელფასის, ბონუსებისა და სხვა საფეხბურთო აქტივობების მეშვეობით შარშან აგვისტიდან დღემდე 131 მილიონ ევროს მოუყარა თავი. მეორე ადგილზე "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა, ვინც 118 მილიონი გამოიმუშავა, სამეულს კი "პსჟ"-ს ფლანგელი ნეიმარი ასრულებს, რომლის სარგებელმაც 95 მილიონი ევრო შეადგინა. საინტერესოა, რომ მეოთხე პოზოცია ანტუან გრიზმანს უკავია, მისი სარგო 38.5 მილიონი გახლავთ. მწვრთნელთა შორის უმაღლესი ანაზღაურება 30 მილიონია, რომელსაც "ატლეტიკოს" თავკაცი ფლობს. ჩოლოს პეპ გვარდიოლა მოჰყვება, მის შრომას "სიტიში" 27.5 მილიონად აფასებენ.

სხვა სტატიები