Belive

ყველაზე სუსტი 11 ფეხბურთელი FIFA 2020-ში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA 2020-ის თანახმად, ევერტონის გარემარბი, ბერნარდი, პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის, ფიზიკურად ყველაზე სუსტია. თუმცა საინტერესოა, რომ FIFA 2020-ის ფეხბურთელთა ბაზაში ბერნარდზე გაცილებით უფრო სუსტი ფეხბურთელებიც გვხვდება. ბრაზილიელ გარემარბს FIFA 20-ის შემქმნელებმა ფიზიკური ძალის კომპონენტში სულ რაღაც 30 მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გამთამაშებელს, ხუან მატას, იგივე კომპონენტში 34 უწერია.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელები FIFA 2020-ის მიხედვით

Rank Player პოზიცია კლუბი ძალა
1 ჯ. ნორთკოტი RW სტ. ჯონსტონი 20
2 პ. პერინა GK კოზენცა 20
3 დონგ ჩუნიუ GK ვულჰან ზალი 20
4 რ. ვაკა RM თავისუფალი აგენტი 22
5 ბ. მიტრევი GK ვოლუნტარი 24
6 ფ. როსი GK ატალანტა 24
7 ო. საჰრუაი CM ვალერენგა 25
8 კ. ვატკა GK კლუჟი 25
9 ალბერტო RM ფუენლაბრადა 25
10 ნ. ლემეტრი GK რეიმსი 26
11 ჟანგ ჩონგი GK დალიან იიფანგი 26

მეორე მხრივ, FIFA 20-ში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელის სტატუსი ადებაიო აკინფევამ მიიღო - "უიკომბის" თავდამსხმელს FIFA-ს შემქნელებმა, ფიზიკური ძალის კომპონენტში 97 მიანიჭეს.

სხვა სტატიები