Belive

ყველაზე ცუდი დასაწყისი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამყვანი სტატისტიკური სააგენტო Opta-ს მონაცემებით, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში სეზონის ყველაზე ცუდი დასაწყისი აქვს. ესპანელის თავკაცობით "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ 25 ქულა მოაგროვა, ბოლო შეხვედრაში კი "ლივერპულთან" - 1:3 დამარცხდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი პეპს არც "ბარსელონაში" და არც "ბაიერნში" მუშაობისას ჰქონია. 48 წლის სპეციალისტი "ქალაქელებს" 2016 წლიდან წვრთნის. ბოლო ორ გათამაშებაში მან პრემიერლიგა, წინა სეზონში კი ინგლისის ფარგლებში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. მოქმედი ჩემპიონი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას "სიტი" უშუალო კონკურენტ "ჩელსისთან" სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს გამართავს.

სხვა სტატიები