Belive

ქოჩორაშვილი ლევანტეს განაცხადში დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" მთავარი გუნდის განაცხადს დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა 21 კაციან განაცხადში შეიყვანა. "ლევანტე" დღეს კოპა დელ რეის 1/64 ფინალში ესპანეთის მე-4 ლიგელ "რასინგ მურსიას" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველი ვალენსიური კლუბის განაცხადში გასულ სეზონშიც მოხვდა. გიორგიმ ლა ლიგაში, ბილბაოს "ატლეტიკთანაც" კი ითამაშა.

სხვა სტატიები