Belive

ქომაგები ბულგარეთთან მატჩის შემდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის C-დივიზიონის C-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, ბულგარეთი საქართველოს დაუპირისპირდა. რაზგრადში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 2:5 დასრულდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. ბულგარეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 6 ქულით, C-ჯგუფის სათავეში იმყოფება. რაზგრადში გამართული მატჩის დროს, საქართველოს ნაკრებს ქართული სპორტის ქომაგები ამხნევებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ქომაგები რიცხვობრივ უმცირესობაში იმყოფებოდნენ, მათ ადგილობრივი გულშემატკივრების შეძახილები გადაფარეს და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდნენ. ბულგარეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება, ქომაგებმა მატჩის დასრულების შემდეგაც აღნიშნეს. წყარო: ქართული სპორტის ქომაგები

სხვა სტატიები