Belive

ქონას ქეი - დინამო თბილისის სატელევიზიო რეპორტაჟი არ შედგება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
17 სექტემბერს, უელსში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ქონას ქეი" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდებიან. ცნობილია, რომ აღნიშნული მატჩის სატელევიზიო რეპორტაჟს ქართული არხები არ შემოგვთავაზებენ. გულშემატკივარს მატჩის ტრანსლაციაზე თვალყურის დევნება "დინამო თბილისის" ოფიციალურ Facebook-გვერდსა და Live.ge-ის ვებგვერდზე შეეძლება. სტრიმის ბმული "დინამო თბილისის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე თამაშის დაწყებამდე გამოქვეყნდება. დინამოელები ბრიტანეთში 20 ფეხბურთელით იმყოფებიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები