Belive

ქონიასპორი ლევან შენგელიას უშვებს - თურქულ კლუბში დიდი ცვლილებებია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის სუპერ ლიგის ბინადარი "ქონიასპორი​" სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბში დიდი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. როგორც თურქული პრესიდან ხდება ცნობილი, ქონიელები გუნდიდან ერთბაშად 9 ფეხბურთელის გაშვებას აპირებენ, მათ შორის საქართველოს ნაკრების შემტევის, ლევან შენგელიას. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს თურქულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს უმთავრდება, თუმცა, სავარაუდოდ, ის კლუბს უფრო ადრე, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ახლადდასრულებულ სეზონში, "ქონიასპორმა" სუპერ ლიგაში 50 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო ქართველმა ვინგერმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 შეხვედრაში 5 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ლევან შენგელია თურქულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში, "დინამო თბილისიდან" შეუერთდა და ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ ორ სეზონში 59 შეხვედრაში ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები