Belive

ქუალიარელასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის, ქვეჯგუფის შეხვედრაში იტალია ლიხტენშტეინს დაუპირისპირდა. პარმაში, "ენიო ტარდინის" სტადიონზე გამართული მატჩი იტალიის გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. "აძურის" შემადგენლობაში ორი გოლით შეძლო თავის გამოჩენა ფაბიო ქუალიარელამ, რომელიც ისტორიაში შევიდა. ფაბიო ქუალიარელა გახდა ყველაზე ასაკოვანი იტალიელი ფეხბურთელი (36 წელი, 54 დღე), რომელმაც ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა. მატჩის 35-ე და 48-ე წუთებზე ქუალიარელამ ორი თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლო. ვეტერანი ფეხბურთელი იტალიის სერია ა-შიც კომფორტულად გრძნობს თავს. მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა დავას სწორედ ქუალიარელა უდგას სათავეში. "სამპდორიას" შემტევმა 21 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
54727283_2423048571090931_4589341051637989376_n

ასევე იხილეთ: იტალია 6:0 ლიხტენშტეინი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები