Belive

ქუინსი პრომესი დაკავებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" 28 წლის შემეტევი ქუინსი პრომესი კვირას დილით პოლიციამ დააკავა. საქმე ცივი იარაღით მიყენებულ მძიმე ჭრილობას ეხება. De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულს პრომესს ერთ-ერთ წვეულებაზე კონფლიქტი მოუვიდა წვეულების ერთ-ერთ წევრთან, რა დროსაც "აიაქსის" მოთამაშემ დანის გამოყენებით წვეულებაზე მყოფ პირს მძიმე დაზიანება მიაყენა. ამის შემდეგ  სხვა სტუმრებმა ისინი გააშველეს. 1 თვის წინ დაზარალებულმა პოლიციაში განცხადება შეიტანა და 13 დეკემბერს პოლიციამ პრომესი დააკავა. უახლოეს 3 დღეს ფეხბურთელი განყოფილებაში გაატარებს, რის შემდეგაც მას ან გაათავისუფლებენ, ან  დაკავების ვადას გაუზრდიან. ეს პრომესის ჩვენებაზეა დამოკიდებული. ნიდერლანდების კანონის მიხედვით პრომესს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.    

სხვა სტატიები