Belive

ფრე ქუთაისში - ტორპედომ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონი დასრულდა. ბოლო მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ადგილობრივი "ტორპედო" და "გაგრა" დაუპირისპირდნენ. საპლეიოფო დაპირისპირებაში ეროვნულ ლიგაში ბოლოდან მესამე პოზიციის დამკავებელმა იმერლებმა ქვედალიგელ და საქართველოს თასის ახლადგამომცხვარ ჩემპიონს ორი მატჩის ჯამში - 3:1 სძლიეს. უშუალოდ საპასუხო მატჩი  (1:1) დასრულდა, მასპინძელთაგან ერთადერთი გოლის ავტორი გუნდის ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ფანცულაია გახდა, რომელმაც სეზონში მეცხრე გოლი 30-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით გაიტანა, წონასწორობა კი 76-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ აღადგინა. ამრიგად, ქუთაისელებმა ათ საუკეთესო გუნდს შორის ადგილი შეინარჩუნეს და  მომავალი წლიდანაც ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ. რაც შეეხება "გაგრას", მათ ელიტამდე ერთი ნაბიჯი უკვე მეორედ დააკლდათ, თუმცა დავით ყიფიანის სახელობის ტურნირზე მიღწეული წარმატების შედეგად, მომავალ წელს უეფას კონფერენც ლიგაზე გამოსვლას მოახერხებენ.

სხვა სტატიები