Belive

ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური Facebook გვერდის ინფორმაციით, კლუბში და საწვრთნელ ბაზაზე არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. საქართველოს ექს-ჩემპიონში ფინანსური პრობლემები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყო, რის მერეც გუნდი ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, საბოლოოდ კი საქმე იქამდე მივიდა, რომ დაკავებული თანამდებობიდან აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გადადგა, „ტორპედო“ კი სამართავად ქალაქის მერიას გადაეცემა.
gdgdgdgdgdgd
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს კლუბის გამოცდილი მეკარე და კაპიტანი როინ კვასხვაძე აკეთებს: "ვერავინ გვეუბნება, რომ საქმე სასიკეთოდ შეიცვლება. დავალიანებაა გასასტუმრებელი და ვერც ამაზე გვცემს ვინმე პასუხს - როდის იქნება ან საერთოდ თუ იქნება?! საწვრთნელ ბაზაზე კვებაც კი აღარაა. ძალიანაც რომ გვინდოდეს ვარჯიში, უკვე ფიზიკურად აღარ შეგვიძლია. თუ ტორპედო საბოლოოდ დაიშალა, ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება!" „ტორპედოს“ ეროვნულ ლიგაში 40 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს. შემდეგი შეხვედრის გამართვა ქუთაისელებს 19 ოქტომბერს, შინ, მოქმედი ჩემპიონი საბურთალოს წინააღმდეგ უწევს.  

სხვა სტატიები