Belive

ქვეყნები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დასრულდა სექტემბრის სანაკრებო პაუზა. ქვეყნებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გამართეს. ცნობილია ის 4 ქვეყანა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

იტალია "სკუადრა აძურამ" საკვალიფიკაციო ეტაპი დიდებულად გაიარა. რობერტო მანჩინის გუნდმა 8-დან 8 შეხვედრა მოიგო და 24 ქულა დააგროვა. იტალიელები 2 ტურით ადრე მე-3 ადგილოსან სომხეთს 9 ქულით უსწრებენ.

ბელგია იტალიის მსგავსად, ქულას არ კარგავს ბელგიის ნაკრები. რობერტო მარტინესის გუნდმა გამართული 8 მატჩიდან ყველაში გაიმარჯვა. ბელგიელებს ბურთების შეფარდება 30:1-ზე აქვთ, ჯგუფს კი 24 ქულით ლიდერობენ.

პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს პოლონეთის ნაკრებიც, რომელმაც 3 დღის წინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (2:0) მოიპოვა. 19 ქულით პოლონელები პირველ პოზიციაზე არიან,  მე-3 ადგილოსან მაკედონიელებს კი 8-ით უსწრებენ.

უკრაინა ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილი უკრაინის ნაკრები შესარჩევ ეტაპზე დამაჯერებლად გამოიყურება. პორტუგალიის დამარცხებით (2:1) უკრაინელებს B ჯგუფში 19 ქულა დაუგროვდათ და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

რუსეთი ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს რუსეთის ნაკრები. სტანისლავ ჩერჩესოვის გაწვრთნილმა გუნდმა სექტემბერში შოტლანდია და კვიპროსი გაანადგურა. 21 ქულით რუსები მე-2 ადგილზე არიან და მხოლოდ ბელგიას ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები