Belive

ქვილითაია: "ანორთოსისის ვერცერთი ფანი ვერ გამიგებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ქვილითაიამ "აპოელში" გადასვლისა და "ანორთოსისის" დატოვების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ყოფილი გუნდის, გულშემატკივრისა და მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მიმართ პატივისცემა გამოხატა. გარდა ამისა, გიორგიმ საკუთარი გადაწყვეტილებაც ახსნა.

"ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დავიწყე და ვიცი, რომ "ანორთოსისის“ ვერცერთი გულშემატკივარი ვერ გამიგებს. მე მათი სრულიად მესმის. "ანორთოსისმა“ "გენტიდან“ ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვა ვერ მოახერხა, გუნდი ამიტომ დავტოვე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვიპროსის თასი, რომელიც ერთად მოვიგეთ. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი გულშემატკივრების გრძნობები. მადლობა კლუბს, გულშემატკივრებსა და პირადად თემურ ქეცბაიას. მე ვრჩები "ანორთოსისის“ გულშემატკივრად და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს“, – წერს გიორგი ქვილითაია
View this post on Instagram

A post shared by Giorgi Kvilitaia (@kvilita13)

სხვა სტატიები