Belive

ქვილითაიამ და ჩაკვეტაძემ შესაძლოა ამ სეზონში ვეღარ ითამაშონ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ ამ სეზონში შესაძლოა ვეღარ ითამაშონ. ბელგიური გამოცემა voetball24.be წერს, რომ ქვეყნის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ჩემპიონატის დაუყოვნებლივ დასრულებას აპირებს. გუნდები ბენეფიტებს არსებული შედეგების მიხედვით მიიღებენ. ამრიგად, პირველადგილოსანი "ბრიუგე" ჩემპიონად გამოცხადდება, მისი მდევარი ქართველების "გენტი" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მიიღებს და ა.შ. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, აქ საფრთხე არავის ემუქრება. 16-გუნდიან ჩემპიონატს ორი ქვედალიგელი დაემატება და გუნდების რაოდენობა 18-მდე გაიზრდება.

სხვა სტატიები