ქვილითაიას პოკერი და საგოლე გადაცემა გენტში

21 ოქტომბერს “გენტმა” ამხანაგური მატჩი “ბეერსხოტთან” გამართა და მეტოქე 8:0 გაანადგურა.

ბელგიელთა შემადგენლობაში გაიბრწყინა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც შეხვედრაში 4 გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, 20 წლის ფეხბურთელი თამაშს კვლავ ვერ ახერხებს.

“გენტი” ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ 20 ქულით  მე-3 პოზიციას იკავებს.

(870)

ქვილითაიას პოკერი და საგოლე გადაცემა გენტში

სტატიის ავტორი
-