Belive

რა დაიბარა მესიმ ბარსელონადან წასვლამდე? - არგენტინელმა სასურველი მწვრთნელი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მთავარი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან, რონალდ კუმანი გაათავისუფლა. კატალონიური გრანდის ამ ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ერთბაშად რამდენიმე სპეციალისტი განიხილება, თუმცა ყველაზე დიდ შანსებს ექსპერტები გუნდის ლეგენდარულ ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს ანიჭებენ. საინტერესოა, რომ იქამდე, ვიდრე კლუბს დატოვებდა, ყოფილმა კაპიტანმა და ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ლიონელ მესიმ ნიდერლანდელი სპეციალისტის შემცვლელად, საკუთარი სასურველი კანდიდატის ვინაობა დაიბარა. როგორც ესპანური წყაროები ავრცელებენ ცნობებს, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის სურვილიც ექსპერტების და ბუქმეიქერების პროგნოზს ემთხვევა. 6 ოქროს ბურთის მფლობელს სურს, რომ თავისი  მშობლიური გუნდის მთავარ მწვრთნელად, ყოფილი თანაგუნდელი, ჩავი ერნანდესი იხილოს. როგორც ესპანურ პრესაში წერენ, "ბარსას" დატოვებამდე არგენტინის ნაკრების კაპიტანმა კლუბის დატოვებამდე ხელმძღვანელობას კუმანის შეცვლის სურვილი და სასურველი კანდიდატიც გაანდო. "ჩემი ოცნებაა "ბარსას" მწვრთნელობა. ეს არის ჩემი მიზანი და ოცნება და ეს არასდროს დამიმალავს. არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს ახლა, მჭირდება თუ არა, ამ მომენტისთვის ბედნიერი ვარ "ალ-სადში" და ძალიან ვამაყობ აქ ყოფნით. თუ რაიმე შემოთავაზება იქნება, შეფასდება და შემდეგ შევეცდებით გადავწყვიტოთ, მაგრამ ამ დროისთვის, აქ ძალიან ბედნიერი ვარ", - თქვა ჩავიმ წინა კვირას ერთ-ერთ ინტერვიუში.  

სხვა სტატიები