Belive

რა გააკეთა რონალდუმ 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 12 წლის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოსკოვში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსი" პენალტების სერიაში დაამარცხა. აღნიშნული მატჩის შემდგომი პერიოდი გაიხსენა კრიშტიანუ რონალდუს ბიძაშვილმა ნუნო ვივეიროსმა. მისი განცხადებით, პორტუგალიელი ფეხბურთელი პირველი საკლუბო ტრიუმფის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა.
"მასთან ერთად 5 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი მანჩესტერში და ეს დაუვიწყარი მოგონებაა. იცით რა გააკეთა კრიშტიანუმ 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ? წავიდა მანჩესტერში და ივარჯიშა. ივარჯიშა მას შემდეგ, რაც ჩემპიონი 23 წლის ასაკში პირველად გახდა. ის ნამდვილი მადეირელი ბიჭია," - გაიხსენა რონალდუს ბიძაშვილმა.

სხვა სტატიები