რა გამოხმაურება მოჰყვა კლოპის ლივერპულში დანიშვნას? 

სპორტში, განსაკუთრებით კი ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ დიდი პროექტები მარცხით იწყება. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც “ლივერპული” ყოფილა – ამჟამად მსოფლიოს უძლიერესი გუნდის მშენებლობას წლები დასჭირდა და გზად ბევრი მწარე მოგონებაც სდევდა.

თუმცა, დღეს ამ კლუბის ისტორია შეიცვალა: მერსისაიდელებმა შეძლეს ის, რაც აქამდე მხოლოდ აუხდენელ ოცნებად ჰქონდათ. პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებით არამხოლოდ ინგლისური გრანდის – როგორც თავად უწოდებს ხოლმე თავს – ერთი ჩვეულებრივი კაცის ცხოვრება და კარიერაც შეიცვალა. იურგენ კლოპმა “წაგებულის” სტატუსი საბოლოოდ ჩამოიცილა და საკუთარი საფეხბურთო პერსონა სულ სხვა დონეზე გადაიყვანა. თუმცა, ამისთვის გერმანელს დიდძალი შრომა, ფსიქიკური და ფიზიკური გამძლეობა და ყველაზე მთავარი – დრო დასჭირდა. 5 წლის წინ, კლოპო უბრალოდ კარგი მწვრთნელი გახლდათ გამორჩეული საფეხბურთო ფილოსოფიით, რომელიც “ფინალების წაგების დიდოსტატი გახლდათ”. მოდით, გადავინაცვლოთ წარსულში და ის ფრაზები გავიხსენოთ, რომელიც ლივერპულში ჩასულ სპეციალისტს სოციალურ მედიაში დაახვედრეს.

2015 წლის შემოდგომა:

“აქ სრულდება მისი კარიერა”;

“ყველა დროის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება”;

“შოკირებული ვარ, ის უფრო დიდებულ კლუბს იმსახურებდა”

“ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა მის კარიერაში, აწი ერთ ტიტულსაც კი ვეღარ მოიგებს”.

 

(18)

რა გამოხმაურება მოჰყვა კლოპის ლივერპულში დანიშვნას? 

სტატიის ავტორი
-