Belive

რა იქნებოდა ძველი მანჩესტერელების სატრანსფერო ფასი დღეს? - როი კინის შეფასება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და ამჟამად ირნალდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, როი კინმა, თანამედროვე ფეხბურთში საგრძნობლად გაზრდილ სატრანსფერო ღირებულებაზე ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტმა როი კინს კითხვა დაუსვა:
rooiik
რა იქნებოდა თქვენი თანაგუნდელების სატრანსფერო ღირებულება, დღეს რომ მათ ფეხბურთი ეთამაშათ? ვის გულისხმობთ? მაგალითად, რუუდ ვან ნისტელროის. 1 მილიარდი. და რამდენად იქნებოდა შესაძლებელი დევიდ ბექჰემის შეძენა?  ასევე 1 მილიარდის გადახდა იქნებოდა საჭირო. გიგზის? 2 მილიარდი. და რა ეღირებოდა როი კინი? £3.75 მილიონი, ასე მგონია.
შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 19 ივლისს, როი კინის სანაცვლოდ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნოტინგემ ფორესტს" £3.75 მილიონი გადაუხადა. ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ზრდას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა, როდესაც "პარი სენ-ჟერმენმა" ბრაზილიელ ნეიმარში კოლოსალური თანხა, €222 გადაიხადა. უკანასკნელ პერიოდში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრები ხშირად მიმდინარეობს. მაგალითისთვის, გასულ თვეში კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ "დღეს არაფრის შემძლე ფეხბურთელები €100 მილიონად იყიდებიან.”

სხვა სტატიები