რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო)

ედენს აზარი მადრიდის “რეალში” 2 თვის წინ 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი მხოლოდ ახლა შეიძინა და როგორც ჩანს აზარს კომფორტში ფული არ ენანება.

მსოფლიო ფეხბურთის მოწინავე ვარსკვლავებს შორის გამოჩენამ აზარის ქონებაც საგრძნობლად გაზარდა, და სავარაუდოდ ბელგიელი დღეს 83 მილიონიან ქონებას ფლობს. მადრიდულ ვილაში კი ედენმა 10 მილიონი ფუნტი გადაიხადა, და ის ცნობილი მომღერლის ალეხანდრო სანსისგან შეიძინა. სახლი ლა ფინკას უბანში მდებარეობს სადაც აზარის რამდენიმე თანაგუნდელი ცხოვრობს.

6 საძინებლიანი ვილა ცნობილი ესპანელი არქიტექტორის ხოაკინ ტორესის დაპროექტებულია და ფოტოებზე ვიხილავთ რომ ბელგიელს 10 მილიონი ტყუილად არ გადაუხდია.

ასე გამოიყურება სახლი გარედან

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო) 1

 

სახლს აქვს შიდა აუზიც

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო) 2

 

მისაღები ოთახი მდიდრულია

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო) 3

 

კიდევ ერთი სივრცე სტუმრების მიღებისათვის

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო) 4

ზოგიერთი კედელი მთლიანად გიგანტური კრისტალისგანაა შექმნილი რათა სინათლე არ გაატაროს

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო) 5

 

ასე გამოიყურება 10 აბაზანიდან ერთ-ერთი

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო) 6

 

სახლის კინოთეატრისათვის განკუთვნილი მოზრდილი სივრცე

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო) 7

6 საძინებლიდან ერთ-ერთი

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო) 8

 

სახლს ასევე გააჩნია სპა, სავარჯიშო დარბაზი და ჩოგბურთის კორტები. ორთვიანი ძიების შემდეგ აზარმა მყუდრო ნავსაყუდელს მიაგნო და როგორც ჩანს ის “რეალში” დიდხანს აპირებს დარჩენას.

(10916)

რა ხდება ედენ აზარის 10 მილიონიანი მადრიდული სახლის შიგნით? (ფოტო)

სტატიის ავტორი
-