Belive

რა მოხდა რეალურად: რატომ დატოვა პიერ-ემერიკ ობამეიანმგმა არსენალი?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ის ფაქტი, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანმგსა და მიკელ არტეტას შორის პრობლემები არსებობდა ახალი არ არის, თუმცა, როგორც თავად გაბოენლი თავდამსხმელი აღნიშნავს, ეს საკითხი მის მიერ ლონდონის "არსენალის" დატოვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ.
"ვფიქრობ, ამის მიზეზი მხოლოდ არტეტასთან პრობლემა იყო. გადაწყვეტილება მან მიიღო, მეტს ვერაფერს გეტყვით. იგი არ იყო ბედნიერი, მე ძალიან მშვიდად დავრჩი და სულ ეს არის.  მართალია, ეს რთული თვეები იყო და ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ეს ფეხბურთის ნაწილია. მაგრამ თუ ამ თემაზე ("არსენალის" დატოვებაზე), რაიმე უნდა ვთქვა, ეს არის ის, რომ არასდროს მსურდა რაიმე ცუდი გამეკეთებინა ჩემი მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს წარსულია და მინდა ვიფიქრო აწმყოზე. ფსიქოლოგიურად მზად ვარ, რადგან თავში მკაფიო იდეები მაქვს. მოედანზე ნებისმიერი პოზიციიდან მაქსიმუმს გავაკეთებ. მე ვესაუბრე "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხავი ერნანდესს, რომელმაც მითხრა, რომ სურს ცენტრფორვარდი ვიყო, მაგრამ თუ ოდესმე მოინდომებს, რომ ფლანგებზე ვითამაშო, ამას ყველანაირი პრობლემის გარეშე გავაკეთებ", - თქვვა აფრიკელმა ფეხბურთელმა.
თავდაპირველად, 32 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში კარგად დაიწყო: გოლებისა და საგოლე პასების მოგროვებას უხვად ახერხებდა, 2019 წელს 22 გატანილი გოლით კი სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰთან ერთად, ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. თუმცა ლონდონური კარიერის მეორე ნახევარში პრობლემები საგრძნობლად დაგროვდა: ჩამორთმეული კაპიტნობა დისციპლინური დარღვევების გამო გუნდიდან მოშორება და საბოლოოდ, მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას მიზნებისგან მოშორებით აღმოჩენა.

სხვა სტატიები