Belive

რა პროფესიით დაკავდა გაისკა მენდიეტა ფეხბურთის შემდეგ? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გაისკა მენდიეტა - ბასკური წარმოშობის ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი 16-წლიანი კარიერა ჰქონდა. ითამაშა ესპანეთის ნაკრებში, "ბარსელონაში", "ვალენისასა" და "ლაციოში", ბუცები კი ლურსმანზე "მიდლსბროში" 4-წლიანი ასპარეზობის შემდეგ ჩამოკიდა. მას მერე, რაც ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთი დატოვა, 11 წელიწადი გავიდა, თუმცა მას ინგლისის სამუდამოდ დატოვება არ განუზრახავს და ბრიტანეთში საკმაოდ საინტერესო პროფესიითაც დაბრუნდა. ის არც მწვრთნელის, არც საფეხბურთო ფუნქციონერის ან რაიმე სპორტული კუთხით დასაქმებულა, არამედ მუსიკის მიმართულებით - მენდიეტამ დიჯეის როლი მოირგო...
19 ოქტომბერს, ლონდონის ერთ-ერთ ბარში, 45 წლის ესპანელი პოპ-მუსიკის საღამოს გამართავს, სადაც მენდიეტა ისეთი არტისტებისა და ჯგუფების მელოდიებს გააჟღერებს, როგორიც "ბითლზები", დევიდ ბოუი და სხვებია.

სხვა სტატიები