Belive

რა რეაქცია ჰქონდა მესის რეალის მოგებაზე - აგუერომ ლეოს შეტყობინება წაიკითხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო, მადრიდის ,,რეალისა'' და ,,მანჩსტერ სიტის'' მატჩს სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში, კარლოს ტევესთან ერთად უყურებდა. ,,სამეფო გუნდის'' მესამე გოლის შემდეგ, ლეო მესიმ აგუეროს შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც სერხიომ სტრიმის დროს გააჟღერა:

,,რეალის მესამე გოლის შემდეგ, ლეომ მომწერა: ,,ეს ხუმრობაა... შეუძლებელია!''
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ,,სამეფო გუნდმა'' ორი გოლის გატანა 90-ე და 91-ე წუთებზე შეძლო.

სხვა სტატიები