Belive

რა როლი ექნება ლიონელ მესის კუმანის ბარსელონაში? 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ლიონელ მესის ფუნქციების ზუსტად განსაზღვრას აპირებს.  Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი, არგენტინელ სუპერვარსკვლავს ცრუ მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კუმანის "ბარსაში" ლეოს პოზიცია შეტევის შუა ნაწილში მოძრაობა იქნება. 33 წლის შემტევი თავდაცვითი ფუნქციების შესრულებისგან გათავისუფლდება, ამ როლს ცენტრალური ნახევარმცველები შეითავსებენ, ხოლო ლეოს უშუალო მოვალეობა თავდამსხმელების ბურთით მომარაგება იქნება. 6 აგვისტოს, ლიონელ მესიმ ახალ სეზონში "ბარსელონაში" პირველი ვარჯიში ჩაატარა.

სხვა სტატიები