Belive

რა საფრთხეს უქმნის ბრექსიტი მესის?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ შემთხვევაში თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ლეო მესიმ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ინგლისში გასამართ მატჩებში მონაწილეობა ვეღარ შეძლოს. ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ დანაშაულში მხილებულ პიროვნებას, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი და არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ბრიტანეთში შესვლა ეკრძალება. შეგახსენებთ, ესპანეთში ლეო მესის გადასახადების დამალვის ბრალდება წაუყენეს. სასამართლომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი დამნაშავედ სცნო და მას პატიმრობა მიუსაჯა თუმცა ესპანური კანონმდებლობის თანახმად დანაშაული, რომლის სასჯელი 3 წელზე ნაკლები ვადით პატიმრობას ითვალისწინებს ჯარიმით იცვლება. აღნიშნული საფრთხის წინაშე მესისთან ერთად ევროპული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებიც დგანან - თუმცა სავარაუდოა, რომ სუპერვარსკვლავების მიმართ სპეციალური შემსუბუქებული ზომები გატარდება.

სხვა სტატიები