Belive

რა სარგებელი მოაქვს მესის ბარსელონასთვის და რა თანხას გამოიმუშავებს ყოველწლიურად

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლიონელ მესის თვალისმომჭრელი კონტრაქტი "ბარსელონაში" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრ კამათს იწვევს, მაგრამ არიან ადამიანების ისეთი კატეგორიაც, რომლებიც აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ არგენტინელს კლუბში უფრო მეტი შემოსავალი შემოაქვს, ვიდრე თავად შოულობს კლუბისგან. 2Playbook-ის დირექტორი და შემქმნელი მარკ მენჩენი MARCA-ს "ბარსელონაში" მესიის ფინანსური გავლენის შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით კორონავირუსის პანდემიის დროს, მიუხედავად კრიზისული მდგომარეობისა, უშუალოდ ლეო მესიმ კლუბს 130-დან 200 მილიონ ევრომდე მოგება მოუტანა.
"ვფიქრობ, რომ მესის გავლენა 3 კრიტერიუმით უნდა შეფასდეს, ეს არის: ეკონომიკური, სპორტული და ემოციური"  "პანდემიის დროს, მესიმ კლუბს 130-დან 200 მილიონ ევრომდე მოგება მოუტანა. მაგალითად, "ბარსელონას" მიერ მოგებული თასების 36 პროცენტი მესისთან ერთად აქვს მოგებული. კომერციულ ან სპონსორობასთან დაკავშირებულ კონტრაქტთა უმეტესობას აქვს პუნქტი, რომელიც განისაზღვრება ამ მოთამაშის მიხედვით. მსოფლიოში არიან ტურისტები, რომლებიც ბარსელონაში ან რომელიმე ქალაქში ჩადიან იმისათვის, რომ ფეხბურთელის ან მათთვის ცნობილი ნებისმიერი ადამიანის სანახავად"  "ყოველწლიურად მესი 130 მილიონიდან 200 მილიონ ევრომდე სარგებელს უტოვებს ესპანურ გრანდს. ეს ყველაფერი კი ცხადჰყოფს, რომ მესი, როგორც საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასათვის", ასევე ქალაქ ბარსელონასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა." "ამრიგად, თუ პროპორციულად შევხედავთ მის ხელფასს, ბონუსებს და ყველაფერს რასაც სეზონის განმავლობაში გამოიმუშავებს, ეს არ აჭარბებს იმას, რაც მესის გუნდისთვის შემოაქვს"", - აცხადებს ეკონომისტი მარკ მენჩენი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ესპანურმა გაზეთმა, El Mundo-მ, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატალონიური კლუბსა და მესის $672 მილიონიანი კონტრაქტი აკავშირებთ, თუმცა "ბარსელონამ" გამოცემასთან რაიმე ტიპის კავშირი კატეგორიულად უარყო. ამასთან, "ბლაუგრანა" E Mundo-ს წინააღმდეგ, სტატიის გამოშვების შედეგად მიღებული ნებისმიერი ტიპი ზარალის ანაზღაურების მიზნით, სასამართლო დავის წამოწყებასაც გეგმავს. რაც შეეხება ლიონელ მესის კონტრაქტს - აღნიშნულის დეტალები ოფიციალურად ცნობილი არ არის, რადგან 2017 წელს, კონტრაქტის გაფორმებისას, ერთ-ერთი პუნქტი ანაზღაურების გაუთქმელობის ვალდებულებასაც შეეხებოდა.  

სხვა სტატიები