Belive

რა შედეგი ჰქონდათ მომავალ მეტოქეებს წინა ერთა ლიგაში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
3 მარტს, ჰოლანდიის დედაქალაქმა უეფას 44-ე კონგრესს უმასპინძლა. ამსტერდამში შედგა ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშების წილისყრაც. 2020/21 წლების სეზონში C დივიზიონის მეორე ჯგუფში, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას, ესტონეთს და სომხეთს დაუპირისპირდება. საინტერესოა, რა შედეგი აჩვენეს ჩვენმა მომავალ მეტოქეებმა ახალი ტურნირის სადებიუტო გათამაშებაში. ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენს მსგავსად, D დივიზიონში გამოდიოდა და ჯგუფი 15 ქულით დაასრულა, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და შესაძლოა რამდენიმე კვირაში მოედანზეც დაგვიპირისპირდნენ. ესტონეთი C დივიზიონში გამოდიოდა, სადაც 4 შეხვედრა წააგო, მხოლოდ ერთი მოიგო, ერთიც ფრედ დაასრულა და 4 ქულით უკანასკნელ ადგილზე გავიდა. სომხეთს ჯგუფიდან გასვლამდე ცოტა დააკლდა, მეზობლებმა D დივიზიონის მეოთხე ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და სწორედ ჩრდ. მაკედონიას ჩამორჩნენ. ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში საქართველო ბელარუსის ნაკრებს 26 მარტს დაუპირისპიდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები