Belive

რა შემადგენლობით გავიდა კატალონიის ნაკრები დღეს ვენესუელასთან?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც FIFA-სა და UEFA-სგან ოფიციალურად აღიარებული არ არის, ყოველწლიურად ერთ ამხანაგურ მატჩს ატარებს. კატალონიელები წელს ვენესუელას ნაკრებს ეთამაშებიან და მეტოქეს მე-60 წუთზე ბოიან კრკიჩის ერთადერთი გოლით ამარცხებენ - 1:0. კატალონიის გუნდი მოედანზე დღეს შემდეგი თერთმეტეულით გავიდა: ედგარ ბადია, მარკ ბარტრა, პიკე, სერხიო გარსია, ალექს გრანელი, ბოიან კრკიჩი, ჟორდან ჟოანი, ოსკარ მელანდო, პერე პონსი, ალეიშ ვიდალი, დიდაკ ვილა.

სხვა სტატიები