Belive

რა შემთხვევაში დარჩება მესი ბარსელონაში?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური ტელევიზიის El Chiringuito-ს ცნობით, ერთადერთი შემთხვევა, რაც ლიონელ მესის "ბარსელონაში" დარჩენას გამოიწვევს, კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუს კლუბიდან წასვლა იქნება. ესპანური მედია ამტკიცებს, რომ კატალონიური კლუბის მმართველი ოფიციალურ განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებს და რომ მისი გადაწყვეტილება არგენტინელის მომავალს საბოლოოდ გაარკვევს. 25 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მის კონტრაქტში არსებული პუნქტით სარგებლობას აპირებს, რაც მას ანიჭებს უფლებას ხელშეკრულება ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. თავისმხრივ, "ბარსელონას" ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ ამ შეთანხმებას ვადა აქვს გასული და მესის 700 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობენ. ეს ის თანხა, რაც კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, მსურველმა მხარემ კომპენსაციის სახით უნდა გადაიხადოს. მესიმ კატალონიურ გრანდში 20 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები