Belive

რა შემთხვევაში გადავა ჟირუ ინტერში? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოლივიე ჟირუს მილანის "ინტერში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. სარწმუნო მედიის შემდეგ, ინფორმაცია "ნერაძურის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომაც დაადასტურა. "ფრანგი თავდამსხმელის დამატებას ნამდვილად ვაპირებთ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მიმდინარე ფანჯრისას ჩვენს რომელიმე ფორვარდს გავასხვისებთ",-თქვა აუსილიომ. იტალიური კლუბის დატოვების პირველი კანდიდატი ლაუტარო მარტინესია, რომლის შესანიშნავი შედეგიანობაც "ბარსელონას" არ გამოპარვია. თავის მხრივ, კატალონიურ გრანდს მომავალ სეზონამდე ლუის სუარესის შემცვლელი სჭირდება, არგენტინელი კი "ბლაუგრანასთვის" საიმედო ვარიანტი იქნება. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონ ფეხბურთელს ლონდონის "ჩელსის" დატოვება ევრო 2020-ზე მოხვედრის მიზნით სურს. მას "არისტოკრატების" თავკაცი ფრენკ ლამპარდი არ ენდობა, 33 წლის თავდამსხმელს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ამ სეზონში მხოლოდ 5 მატჩის ჩამტარებელმა ფეხბურთელმა "ლურჯების" დატოვების სურვილი დაუფარავად გამოაცხადა.

სხვა სტატიები