Belive

რა შემთხვევაში მოხვდება საქართველო სიკვდილის ჯგუფში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კონტინენტის 20 საუკეთესო ქვეყანა A, B, C, D, E და F ჯგუფებში გადანაწილდა. მათ ერთა ლიგის 4 გამარჯვებული დაემატებათ. საქართველო, ერთა ლიგის D ჯგუფის მოგების შემთხვევაში, ევრო 2020-ის C ჯგუფში, ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებს. თუმცა, არსებობს შანსი, რომ საქართველომ "სიკვდილის ჯგუფში", საფრანგეთის, პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებებთან გადაინაცვლოს. იმ შემთხვევაში, თუ რუმინეთი ერთა ლიგის A ჯგუფის ნახევარფინალში ისლანდიას, ბულგარეთსა და უნგრეთს აჯობებს, ის, C ლიგის მასპინძლის სტატუსის გამო, ავტომატურად, ერთა ლიგის D ჯგუფის გამარჯვებულის ადგილს დაიკავებს. თუ რუმინეთს ხელი მოეცარა და A ლიგიდან სხვა გუნდი მოიპოვებს ფინალური ეტაპის საგზურს, ის F ჯგუფში ითამაშებს პორტუგალიის, საფრაგეთის და გერმანიის ნაკრებებთან ერთად, ხოლო D ლიგის ოთხეულის გამარჯვებული C ჯგუფში მოხვდება.

სხვა სტატიები