Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის რეალთან მატჩში?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში "ვალენსიამ" "მესტალიაზე" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და (1:2) დამარცხდა. შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი ლიდერი უპირისპირდებოდა, 86-ე წუთამდე მასპინძლები იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში "სამეფო კლუბმა" ანგარიშის შემობრუნება მოახერხა. წონასწორობა ვინიციუს ჯუნიორმა აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაიტანა. "ღამურების" ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც 86-ე წუთამდე მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა და იმაში, რომ ამ დრომდე "ბლანკოსებს" მეტოქის კარი არ ჰქონდათ აღებული, მეტწილად სწორედ 20 წლის ქართველი ტალანტის დამსახურება იყო. თუმცა, ფრანგი ფორვარდის გოლისას მამარდაშვილის შეცდომაზე საუბარი ნამდვილად შეიძლება. საბოლოო ჯამში, მამარდაშვილმა Whoscored.com-ისგან 6.2 კოეფიციენტი დაიმსახურა, ხოლო Sofascore-მა იგი 6.9 ქულით შეაფასა. ქართველი ფეხბურთელის დეტალური სტატისტიკა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ევროპული კლუბის წინააღმდეგ ასე გამოიყურება: მოგერიება: 8 მოგერიება საჯარიმოს შიგნით: 3 ბურთთან შეხება: 34 პასის სიზუსტე: 15/23 (65%) გრძელი პასები: 17/9

სხვა სტატიები