Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა რაიო ვალეკანოსთან მატჩში?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" სტუმრად, მადრიდში, "რაიო ვალეკანოს" ფრე - 1:1 ეთამაშა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში უკვე ტრადიციულად იყო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და თავისი ინიდვიდუალური სტატისტიკის კიდევ უფრო გამყარებასთანაც ახლოს იყო, თუმცა საამისოდ რამდენიმე წუთი დააკლდა. მადრიდულ გუნდთან გოლის არ გაშვებით, 21 წლის ქართველ გოლკიპერს უკვე ყველა ტურნირზე მიჯრით მე-6 შეხვედრაში, უშუალოდ ლა ლიგაში კი ზედიზედ მეხუთე მატჩში კარის მშრალად შენახვა შეეძლო, თუმცა ეს ვერ მოახერხა. რაც შეეხება "დინამო თბილისის", თბილისის "ლოკომოტივის" და "რუსთავის" ყოფილი კარის დარაჯის ინდივიდუალურ შეფასებას, ევროპის წამყვანი სტატისტიკური კომპანიებისგან მამარდაშვილმა 6.8 კოეფიციენტი დაიმსახურა, რაც თავის გუნდში მეექვსე, ხოლო მთლიანად მატჩის დროს მოედანზე მყოფ 31 ფეხბურთელს შორის მე-13 შედეგი გახლდათ. საერ​​თო ჯამში, მამარდაშვილს "ღამურების" მაისურით ყველა ტურნირზე უკვე ჩატარებული 16 მატჩი დაუგროვდა, რომელშიც 15 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა 2022 წლის 20 თებერვლის შემდეგ გოლი პირველად გაუშვა.

გიორგი მამარდაშვილის დეტალური სტატისტიკა "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში:

ნათამაშები დრო: 99 წუთი შეფასება: 6.8 მოგერიება: 2 სახიფათო მომენტისგან გადარჩენა: 2 საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ბურთის მოგერიება: 1 ბურთთან შეხება: 37 პასის სიზუსტე: 12/27 (44%) მაღალი ბურთები: 8/22 დუელი მოედანზე: 1 საჰაერო დუელები: 2/2

გიორგი მამარდაშვილის გადაადგილების რუკა "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში:

სხვა სტატიები