Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა სევილიასთან მატჩში?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" "სევილიასთან" სტუმრად, "რამონ სანჩეს პისხუანზე" - 1:3 წააგო. ანდალუსიურ კლუბთან წაგებულ დაპირისპირებაში თავისი საკმაოდ დიდი წვლილი ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილს მიუძღოდა, რომელმაც მეტოქის გოლის დროს მძიმე შეცდომა დაუშვა. კარგი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარეს 6 ჩატარებული მატჩიდან ყველაზე დაბალშედეგიანი სწორედ "სევილიასთან" მატჩი გამოდგა, რომელსაც მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება 5.5 (Whoscored.ccm, 5.9 Sofasocre) დაიმსახურა.

20 წლის მეკარის დეტალური სტატისტიკა "სევილიასთან" ასე გამოიყურება:

მოგერიება: 2 ბურთთან შეხება: 27 პასის სიზუსტე: 9/20 (45%) შემდეგ შეხვედრას "ვალენსია" 25 სექტემბერს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ საშინაო კედლებში, "მესტალიაზე" გამართავს.

სხვა სტატიები