Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა სოსიედადთან მატჩში?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" "რეალ სოსიედადთან" უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. "ღამურების" კარი აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც 2021 წლის 22 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა. 21 წლის გოლკიპერმა კარის უსაფრთხოება სრულფასოვნად დაიცვა, თანაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, როცა "ვალენსიამ" კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ქართველი მეკარის გამორჩეულად კარგი თამაში ევროპულმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანიებმაც შეაფასეს, რომლებმაც მამარდაშვილს საკმაოდ მაღალი შეფასება დაუწერეს. sofascore მამარდაშილის თამაშს 7.4 კოეფიცინეტით აფასებს, ხოლო Whoscored-მა ქართველ ფეხბურთელს 7 ქულა დაუწერა. მასზე მაღალი შეფასება ორივე გუნდის მხრიდან მოედანზე მყოფ 32 ფეხბურთელს შორის მხოლოდ 6 მოთამაშეს ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილს "სოსიედადის" წინააღმდეგ 2 მოგერიება ჰქონდა. https://www.live.ge/fexburti/giorgi-mamardashvilis-seivi-sosiedadthan-matchshi-video/ 23 ტურის შემდეგ, "ვალენსია" ლა ლიგაში დაგროვებული 30 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და შემდეგ შეხვედრას "ალავესის" წინააღმდეგ სტუმრად, 13 თებერვალს გამართავს, იქამდე კი 11-ში მამარდაშვილის გუნდი კოპა დელ რეის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბილბაოს "ატლეტიკს" სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები