Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიასთან მატჩში?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ვალენსიამ" ბილაბოს "ატლეტიკი" - 1:0 დაამარცხა და კოპა დელ რეის ფინალის საგზური ორი მატჩის ჯამში - 2:1 გამარჯვების შედეგად მოიპოვა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც უკვე მიჯრით მეექვსე მატჩში ანდალუსიური კლუბის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სრულად ითამაშა და ზედიზედ მეორე დაპირისპირებაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპის წამყავნმა სტატისტიკურმა გამოცემებმა, ქართველი მეკარის ინდივიდუალური თამაში საკმაოდ კარგად შეაფასეს და მას მოედანზე მყოფ, ორივე გუნდის საერთო ჯამში 30 ფეხბურთელს შორის მეორე საუკეთესო შეფასება არგუნეს - 7.1

გიორგი მამარდაშვილის დეტალური სტატისტიკა ბასკური კლუბის წინააღმდეგ:

ნათამაშები დრო: 90 წუთი მოგერიება: 1 მაღალი ბურთები: 1 ბურთთან შეხება: 28 პასის სიზუსტე: 6/23 (26%) საკვანძო პასი: 1 შორეული დარტყმები: 5/22 გასუფთავება: 1

გიორგი მამარდაშვილის გადაადგილების რუკა "ბილაბოსთან" მატჩში:

სხვა სტატიები