Belive

რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა ბილბაოსთან მატჩში?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოპა დელ რეის ნახევარფინალში, "სან მამესზე", ბილბაოს "ატლეტიკმა" "ვალენსიას" უმასპინძლა და ფრე - 1:1 ეთამაშა. ვალენსიელთა ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საკმაოდ ნორმალური თამაში ჩაატარა. მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გამოსვლების კომპონენტში დამაჯერებელი იყო და წესით და რიგით, გუნდის მთავარ მწვრთნელ, ხოსე ბორდალასს მისი სასტარტო თერთმეტეულიდან გამოყვანის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, 21 წლის გოლკიპერმა ევროპული წამყვანი სტატისტიკური კომპანიებისგან 6.4 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, მისი დეტალური სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
მოგერიება: 1 მაღალი ბურთების მოგერიება: 4 მოგერიება საჯარიმოში: 1 ბურთთან შეხება: 36 პასის სიზუსტე: 7/26 (27%)
მამარდაშვილის მოედანზე გადაადგილების ამსახველი რუკა:

სხვა სტატიები