Belive

რა შეფასება დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა კოსოვოსთან მატჩში?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში - 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. მატჩის შემდეგ, პრესტიჟულმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა საქართველოს ნაკრების როგორც მთლიანად გუნდური, ისე ინდივიდუალური თამაში შეაფასეს. "ჯვაროსნებმა" ფადილ ვოკრის სტადიონზე გამართულ მატჩში 6.8 კოეფიციენტი დაიმსახურეს, რაც კოსოვოს ნაკრების მაჩვენებელზე 0.5 ქულით მეტია (6.75). რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებას, ჩვენი გუნდის მხრიდან მოედანზე საუკეთესოები კაპიტანი, გურამ კაშია, თორნიკე ოქრიაშვილი და გურამ გიორბელიძე იყვნენ, რომელთა თამაშსაც Sofascore და Whoscored-ი 7.1 ქულით აფასებს, ხოლო ყველაზე დაბალი (6.2/Whoscored - 5.8) ქულა ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა.

დეტალური სტატისტიკა ორივე გამოცემის მიხედვით ასეთია:

Sofascore
  • გიორგი ლორია - 6.7
  • ოთარ კაკაბაძე - 7.0
  • გურამ კაშია - 7.1
  • ლაშა დვალი - 6.7
  • გურამ გიორბელიძე - 7.1
  • ნიკა კვეკვესკირი - 6.4
  • ვაკო გვილია - 6.9
  • გიორგი წიტაიშვილი - 6.9
  • თორნიკე ოქრიაშვილი - 7.1
  • ხვიჩა კვარაცხელია - 6.2
  • საბა ლობჟანიძე - 6.6
  • გრიგოლ ჩაბრაძე - 6.7
  • ირაკლი აზაროვი - 7.0
  • გიორგი ქვილითაია - 6.8
  • ზურიკო დავითაშვილი - 6.8

Whoscored

  • გიორგი ლორია - 6.7
  • ოთარ კაკაბაძე - 6.8
  • გურამ კაშია - 7.1
  • ლაშა დვალი - 6.3
  • გურამ გიორბელიძე - 6.9
  • ნიკა კვეკვესკირი - 6.6
  • ვაკო გვილია - 6.9
  • გიორგი წიტაიშვილი - 7.1
  • თორნიკე ოქრიაშვილი - 6.9
  • ხვიჩა კვარაცხელია - 5.8
  • საბა ლობჟანიძე - 6.8
  • გრიგოლ ჩაბრაძე - 6.3
  • ირაკლი აზაროვი - 6.2
  • გიორგი ქვილითაია - 6.3
  • ზურიკო დავითაშვილი - 7.0
  • ვლადიმერ მამუჩაშვილი - 6.0

სხვა სტატიები