Belive

რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შვედეთთან მატჩში?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სტოქჰოლმში, შვედეთის ეროვნულ გუნდთან მარცხით - 0:1 დაიწყო. საინტერესოა, რა შეფასება დაიმსახურეს "ჯვაროსნების" ფეხბურთელებმა 2021 წლის პირველ მატჩში. ევროპის წამყვანი სტატისტიკური გამოცემების ვერსიით, ჩვენი გუნდის მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი გურამ კაშიამ მიიღო - ნაკრების ვიცე-კაპიტანმა Whoscored.com-ის ვერსიით, 7.1 კოეფიციენტი დაიმსახურა. მეტოქე გუნდის მხრიდან საუკეთესო ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი, ვიქტორ კლაესონი გახდა, რომელიც 7.9 კოეფიციენტი მიიღო.

საქართველოს ნაკრების მხრიდან მატჩში მონაწილეობა ძირითად შემადგენლობაში მყოფმა თერთმეტმა და შეცვლაზე შემოსულმა ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო, ამ 16 მოთამაშის დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • გიორგი ლორია - 6.6
  • გრიგოლ ჩაბრაძე - 6.5
  • გურამ კაშია - 7.1
  • ლაშა დვალი - 6.4
  • გურამ გიორბელიძე - 6.6
  • ჯაბა კანკავა - 6.4
  • გიორგი აბურჯანია - 6.3
  • საბა ლობჟანიძე - 5.9
  • ნიკა კვეკვესკირი - 6.3
  • ხვიჩა კვარაცხელია - 6.7
  • გიორგი ქვილითაია - 6.1
  • ოთარ კიტეიშვილი - 6.2
  • ვაკო გვილია - 5.9
  • ლევან შენგელია - 6.2
  • გიორგი მიქაუტაძე - 6.0
  • გიორგი ბერიძე - 6.1
ვილი სანიოლი, სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მეორედ უკვე თბილისში, 28 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ უხელმძღვანელებს. მატჩი თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები