Belive

რა შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან მატჩში? 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი დონეცკის "შატხარის" ძირითად შემადგენლობაში იყო და მილანის "ინტერის" წინააღმდეგ კიევში, ფრედ დასრულებულ (0:0) შეხვედრაში 62 წუთი ითამაშა. როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, 27 წლის მცველს პერსონალურად რომელუ ლუკაკუს მეურვეობა ევალებოდა და შეიძლება ითქვას მისიას თავი კარგადაც გაართვა - "ნერაძურის" საუკეთესო ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმის ხარიხისთვის მოხვედრების გარდა, ვერანაირი აქტიური ქმედება ვერ შეასრულა. თუმცა, ხოჭოლავასთვის შეხვედრა მაინც არასასიამოვნო გამოდგა, ვინაიდან მან ტრავმა მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა სტატისტიკურმა გამოცემებმა ორივე გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასეს. საინტერესოა, რა შეფასება მიიღო ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებულ დაპირისპირებაში. Sofascore-ის ვერსიით, ხოჭოლავამ 6.6 ქულა დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით თავისი გუნდის რიგებში მეათე იყო, რაც შეეხება Whoscored-ს, ბრიტანელები ქართველ ფეხბურთელს ანალოგიური ქულით აფასებე, თუმცა მასზე მეტი მხოლოდ 4 ფეხბურთელს აქვს.

სხვა სტატიები