Belive

რა სჭირდება სალაჰს ლივერპულში დასარჩენად? 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მე “ლივერპულში” დარჩენა მინდა და მათ ამის შესახებ იციან. მათ იციან, თუ რა მსურს. ჩემი მოთხოვნები გიჟური არ არის. მეხუთე წელია აქ ვარ და კლუბს კარგად ვიცნობ. მიყვარს ფანები. ფანებს ვუყვარვარ. ხელმძღვანელობამ ყველაფერი იცის. ეს გადაწყვეტილება მათ ხელშია", - ეს კომენტარი მოჰამედ სალაჰმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და ამით მერსისაიდულ კლუბში თავისი დარჩენის სურვილი გამოხატა და ისიც დააფიქსირა, რომ გადაწყვეტილების მიღება უკვე ხელმძღვანელობის საქმეა.
Mohamed Salah: Liverpool forward says he never wants to leave the club |  Football News | Sky Sports
საინტერესოა, როგორია ის მოთხოვნები, რომელიც ეგვიპტელ ფეხბურთელს კლუბის მიმართ აქვს. ბრიტანულ მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები ამ საკითხთან დაკავშირებით და გაირკვა, რომ "ფარაონის" სურვილი ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 500 000 ფუნტის მიღებაა, რაც წელიწადში თითქმის 15 მილიონ ევროს უდრის. დეტალურად როგორიც არ უნდა იყოს სლაჰის მოთხოვნები, ფაქტი ერთია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, "ლივერპულის" პოლიტიკის გამო კი, რომელიც 30 წელს ზემოთ მოთამაშეებზე აქცენტის ნაკლებად გაკეთებას გულისხმობს, ხელმძღვანელობა აფრიკელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს - მო 15 ივნისს 30 წლის ხდება. სალაჰს "ენფილდებეთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში "ლივერპულის" მარჯვენაფლანგელს შეუძლია მოლაპარაკება სხვა კლუბებთან დაიწყოს და ინგლისის ფარგლებს გარეთ წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს. 29 წლის ფეხბურთელი მერსისაიდელებს 2017 წლის 1 ივლისს, “რომადან“, 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით ჩატარებულ 229 შეხვედრაში 148 გოლის გატანა და 56 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან “წითლებთან” ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები